ზოგადი დებულებები:

''სფორთი'' წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას.

მომხმარებლის მიერ ''სფორთის'' ვებ-გვერდზე შესვლა და შემოთავაზებული პროდუქციის შეკვეთა გულისხმობს, რომ მან გამოხატა თანხმობა შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოხმარების წესები და პირობები.

ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ''სფორთის'' ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და ამ პროდუქტის მომხმარებლისთვის სასურველ ადგილზე მიტანის მომსახურება, რის სანაცვლოდაც მომხმარებელი იხდის წინასწარ განსაზღვრულ თანხას საბანკო ბარათით.

საიტით სარგებლობის პირობები და ვალდებულებები

რათა ისარგებლოთ sporty.ge მომსახურეობით, მომხმარებელი თანახმაა წარმოადგინოს, უტყუარი, ზუსტი და სრული ინფორმაცია რაც მოთხოვნილია რეგისტრაციის და შეკვეთის გაკეთების დროს.

საიტი შეიცავს საავტორო უფლებით დაცულ მასალებს, სავაჭრო ნიშნებს და სხვა კანონით დაცულ მასალებს.

მომხმარებელს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები, გამოაქვეყნოს, გადასცეს მესამე პირებს, მიიღოს მონაწილეობა გაყიდვაში ან ფასდათმობაში, შექმნას საწარმო პროდუქტები ან ნაწილობრივ ან სრულიად გამოიყენოს საიტის შინაარსი სხვა სახით.

sporty.ge-ის საიტზე რეგისტრაციისას მომხმარებელი წარადგენს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი.

მომხმარებელი sporty.ge-ზე  რეგისტრაციისას/დაკვეთის დროს თავისი პირადი მონაცემების წარმოდგენით ეთანხმება მათ დამუშავებას, მათ შორის თავისი მომსახურეობის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით.

Sporty.ge იყენებს მომხმარებლის პირად მონაცემებს: მომხმარებლის ვებსაიტზე -ზე სარეგისტრაციოდ, მომხმარებლის მიმართ თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და საიტის სამუშაოს ანალიზისთვის.

''სფორთის'' აქვს უფლება გაგზავნოს საინფორმაციო, მათ შორის სარეკლამო შეტყობინებები მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე მისი თანხმობით, მომხმარებელს უფება აქვს უარი განაცხადოს სარეკლამო და სხვა სახის იფორმაციის მიღებაზე უარის მიზეზების განმარტების გარეშე.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:

მიაწოდოს მომხმარებლის შეძენილი პროდუქტი.

შეკვეთის მიღებიდან 2-3 სამუშაო დღის განმავლობაში მიიტანოს პროდუქტი მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.

დაიცვას მომხმარებლის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დასკვნითი დებულებები

წინამდებარე ხელშეკრულების მიმდინარეობის დროს წარმოშობილი დავები და უთანხმოებანი გადაიჭრება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.